logo
ENG


მელია: თუ ზურაბიშვილს ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია, დაუბრუნოს თავისუფლება გვარამიას
ნიკა მელია
02 ნოე, 2022 15:13
მელია: თუ ზურაბიშვილს ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია, დაუბრუნოს თავისუფლება გვარამიას
  • 495ნახვები

საქართველოს, ქართველ ხალხს, რომელსაც ისტორიული არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი შესასრულებლად, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში.

რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას - იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ, ოლიგარქიულ რეჟიმს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაცია და ქართველთა დიდი უმრავლესობის ნება, გახდნენ ევროპის დიდი ოჯახის წევრი.

ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტი ახდენს საკუთარი ევროპული მისწრაფებების დეკლარირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საუბრობს ევროინტეგრაციასა და პოლარიზაციის შემცირებაზე. სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება, თუმცა მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით- ერთიანია ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ მოხდება თავისუფალი მედიის დატყვევების პირობებში. შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას სურს ნამდვილად დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი - გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას.

განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა