logo
ENG


იუკნევიჩიენე გვარამიაზე: ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს
  • 569ნახვები

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე, ის 4 წლით დარჩება ციხეში. მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოში სასამართლო სისტემის უნდობლობას. 

ხელისუფლების კრიტიკოსების ამგვარი დევნა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს. რაც მთავარია, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.

წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა