logo
ENG


კობახიძე: გარშემო ქვეყანა არ დარჩა კრიზისი რომ არ ჰქონდეთ, ამ დროს ჩვენ მშვიდობა გვაქვს
  • 913ნახვები

დღეს საზოგადოება ხედავს ვინ არის ქვეყანაში სიმშვიდის გარანტი და ვინ უპირისპირდება ამ მნიშვნელოვან სიკეთეს, რომელიც აქვს დღეს ქვეყანას. ჩვენს გარშემო, ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ არის სხვადასხვა ტიპის უმძიმესი პრობლემები, დაწყებული მშვიდობის კუთხით, ომი და ასე შემდეგ, და დამთავრებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით. ქვეყანა არ დარჩა ჩვენს გარშემო, რომელსაც არ შეეხო რაღაც ფორმით ან ომი ან ეკონომიკური კრიზისი. ამ დროს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, გვაქვს სიმშვიდე ქვეყანაში და გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, ამას ხომ საზოგადოება აფასებს

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა