logo
ENG


კობახიძე: 2030 წლისთვის საქართველოში კეთილდღეობის ევროპული ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი
  • 409ნახვები

დღეს ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, ეს არის 17.5%. ეს ნიშნავს იმას, რომ 650 000-მდე ადამიანი სამწუხაროდ ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა, თუ ამ ტემპით გაგრძელდება განვითარება და ამას გვეუბნება ჩვენ სავალუტო ფონდი, თუ იქნება მშვიდობა და შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენ მოვახერხებთ 2030-თვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას. 7 წელია დარჩენილი 2030 წლის დადგომამდე და ძალიან რეალურია ის მიზანი, რასაც ემსახურებოდა მაშინ ამ მოძრაობის შექმნა. ერთ-ერთი მიზანი იყო კეთილდღეობის ევროპული სტანდარტის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. სავალუტო ფონდი სწორედ ამას გვეუბნება, რომ 2030-თვის საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი კეთილდღეობის ევროპული ხარისხი

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის კვირაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა