logo
ENG


ზელენსკი: ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს
  • 404ნახვები

დონეცკის რეგიონში რუსეთის სასტიკი შეტევები გრძელდება, მტერი იქ სერიოზულ დანაკარგს განიცდის, მაგრამ ამის მიუხედავად, აგრძელებს მობილიზებული ჯარისკაცების და დაქირავებული მებრძოლების სასიკვდილოდ გაწირვას. ტერორისტული სახელმწიფო აგროვებს ძალებს და საშუალებებს, ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმების შესაძლო განმეორებისთვის, პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორზე, ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები. ირანი უნდა დაისაჯოს მისი თანამონაწილეობისთვის რუსულ ტერორში. რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან. ამიტომ აბსოლუტურად ყველა, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ამ ქმედებებზე

 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა