logo
ENG


სააკაშვილი ივანიშვილზე: ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს
  • 384ნახვები

ივანიშვილის გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს. ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის. მათ ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. მათ არაფერი კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ გაფუჭებას გააგრძელებენ დაჩქარებული ტემპით. კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ რეჟიმს წალეკავს ოქტომბერში. ჩვენ ვეუბნებით მათ - თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ საქართველოს თქვენი მმართველობისგან გათავისუფლებისთვის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის.

წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. 

16 ივნისს, ქართულმა ოცნებამ ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. სიტყვით გამოვიდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც გამოსვლის უმეტესი ნაწილი ენმ-ის კრიტიკას, კონსპირაციებს გლობალურ ომის პარტიასა და მეორე ფრონტზე საუბარს დაუთმო.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა