logo
ENG


კობახიძე ვარჰეიზე: ჩემზე არ ყოფილა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის
  • 343ნახვები

მინდა შეგახსენოთ, კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით, მან აღიარა, რომ საუბარი ჰქონდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ, მან თქვა პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან "კილერები".

[...] ჩემს თავზე არ ყოფილა არასდროს საუბარი, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. 

[...] ამას ემატება გამოძიების ინფორმაცია კონკრეტულ სამზადისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, როცა, მით უმეტეს, ასეთი მოზაიკა იკვრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვმართებს სერიოზული სიფრთხილე ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით.

არის ძალიან სერიოზული, მძიმე ინტერესები საქართველოს მიმართ და ასეთ პირობებში, ნებისმიერი მოვლენისგან პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაკეთებთ.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

23 მაისს კობახიძემ თქვა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მაგალითი მოუყვანა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს. თავის ფეისბუქპოსტში ის არ ასახელებდა, ვისთან ჰქონდა საუბარი. 

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ის ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოღებული. 



ასევე ნახეთ
close დახურვა