logo
ENG


ვოლსკი ევროპარლამენტარების შესწორებაზე: არ შეიძლება, ყველა ნიშნით მეცენატს ოლიგარქი უწოდო
გია ვოლსკი
07 ნოე, 2022 17:12
ვოლსკი ევროპარლამენტარების შესწორებაზე: არ შეიძლება, ყველა ნიშნით მეცენატს ოლიგარქი უწოდო
  • 981ნახვები

ადამიანების ჯგუფი, რომელიც ასეთ უტიფარ ფორმულირებას სთავაზობს ევროპარლამენტს რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია. რეალობა სხვაა - არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც არის მეცენატი ყველა თავისი ნიშნით - ოლიგარქი.

ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისათვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას. ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში რა პოზიციაც აქვს სახელმწიფოს, მთავრობას, ევროინტეგრაციის პროცესს ეჭვის ქვეშ აყენებს. დისკრედიტაციას უკეთებს თავად ევროპის შინაარსს, არსს, დემოკრატიულობას.

ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ კუბილიუსი და მისი პრემიერობის დროს, თავდაცვის მინისტრი იუკნევიჩიენე არ არის ევროპარლამენტი, არ არის ევროდამოკიდებულება და არ არის ევროპის სტანდარტი, რომელსაც შეიძლება, შეფასება მივცეთ.

ამბობს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი.

ევროპარლამენტარები საქართველოს EU-სთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის სანქცირებასა და კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელებისადმი თავდასხმებზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა