logo
ENG


ჰოჯესი: ოცნებას დასავლური ინვესტიციის ინტერესი არ აქვს, კრემლის გავლენისგან თავისუფალი არაა
ბენ ჰოჯესი
07 ნოე, 2022 22:33
ჰოჯესი: ოცნებას დასავლური ინვესტიციის ინტერესი არ აქვს, კრემლის გავლენისგან თავისუფალი არაა
  • 713ნახვები

რუსეთს საქართველოს 20% აქვს დაპყრობილი. რეალური საფრთხე არსებობს... მთავრობამ უნდა იმუშაოს შავი ზღვის ქვეყნებთან იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის გავლენა. საქართველოში დასავლური ინვესტიციებისთვის უფრო ფართოდ უნდა იყოს კარი ღია. ვფიქრობ, რომ რეალურად, საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული დასავლეთის ინვესტიციებით.

რა თქმა უნდა არ არის [კრემლის გავლენისგან თავისუფალი]... რომ ყოფილიყო რეალური ინვესტიციები დასავლეთიდან ჩადებული, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, დასავლეთის ქვეყნები გაცილებით მეტ ყურადღებას მიაპყრობდნენ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, მაგრამ მთავრობამ ვერ დაგვანახა სერიოზული პოზიცია ისეთ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა ანაკლია. კრემლს ნამდვილად არ სურს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს.

განაცხადა გენერალმა ბენ ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა