logo
ENG


ბრეგაძე სააკაშვილზე: ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული
რატი ბრეგაძე
08 ნოე, 2022 18:16
ბრეგაძე სააკაშვილზე: ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული
  • 608ნახვები

ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ცენტრ ემპათიის დასკვნა არავის უნახავს; ეს დასკვნა, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს.

მას შემდეგ, რაც იარსებებს დასკვნა, მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამება სასჯელის მოხდის მიზნებს და შემდგომში ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ.

ამ ადამიანს აქვს ყველა პირობა შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის იმყოფება შესაბამის კლინიკაშიც.

ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა