logo
ENG


ქადაგიშვილი ALDE-ზე: ევროპარლამენტარებმა უნდა დაინახონ რეალობა, მერე ილაპარაკონ შეწყალებაზე
  • 654ნახვები

რეალობა ევროპარლამენტარებმა უნდა დაინახონ და რეალობა უნდა გაათვითცნობიერონ, რა თქმა უნდა, ვიღაცები ვერ ხედავენ, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. უნდა თქვან ამ ევროპარლამენტარებმა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა?! საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება რეალობაა თუ არა?! და მაგის მერე უნდა ილაპარაკონ ვიღაცის შეწყალებაზე

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

პარტია ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსი (ALDE) საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა