დღეს ყველა ერთად ვგრძნობთ აღფრთოვანებას. არ ვიცი, გვყავს თუ არა ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც არ აქვს ნანახი ვიდეო - ჩვენი ხერსონელების შეხვედრის უკრაინელ მცველებთან. და კიდევ ბევრ ასეთ შეხვედრას ვიხილავთ, იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ არავის ვივიწყებთ, არავის დავტოვებთ. ასე იქნება გენიჩესკშიც და მელიტოპოლშიც. ჩვენ მივალთ დონბასის ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, როგორ შეხვდებიან უკრაინულ ძალებს ყირიმში უკრაინის დროშებით, რომლებსაც იქ ინახავენ და გათავისუფლების დღეს ასობით მათგანი იქნება ქუჩაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინის გამარჯვებისთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება მსოფლიოში! მარადიული დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.