რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ ამ 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევთ ევროპის გზაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს - რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენკენ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურებას, ადგილობრივი სამუშაო ძალისა და სოციალური სტაბილურობის კუთხით...
ვფიქრობ, არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და ყველა ნაბიჯში შეიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა გაწევრიანებაზე. საქართველოს ერთგულება ევროპული ფასეულობების დაა ევროპული გზის მიმართ, არის რამდენიმე ათწლეულის წინანდელი და ეს ხაზი მკაფიოდ გამოიკვეთა დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ, მზად ვართ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ამ პერიოდში.
განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
[სინქრონული თარგმანი]