ვუსმინე ევროკომისარს - დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო, ანუ არ იცის, რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე. მერე თქვა, კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განახვავებით. მერე ისევ დეოლიგარქიაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული, რა ხდება საქართველოშიო. სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო. ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო - აი, ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო...
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა "სბროდს", რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტიდასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს "პროევროპული" იმიჯი. გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი. სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით, პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას.
წერს Facebook-ზე გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში მყოფი ევროკომისარის ოლივერ ვარჰეის განცხადებებთან დაკავშირებით.