logo
ENG


შაჰინი ოცნებაზე: გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას, უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება
ჯინ შაჰინი
17 ნოე, 2022 12:17
შაჰინი ოცნებაზე: გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას, უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება
  • 548ნახვები

რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ შესაძლოა, არ იყოს ამის გაკეთება კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე.

ფაქტია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო მთავარი ვალდებულება. ასე უთხრა საზოგადოებას საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და ევროპულ გაერთიანებასაც, მაგრამ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ სხვა არჩევანზე და შევეცადოთ ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ. გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი არაა, მთავრობის ბრალია,მაგრამ რაღაც ეტაპზე საჭიროა მათ მთავრობას უფრო მეტი ანგარიშვალდებულება მოსთხოვონ

ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა