logo
ENG


კობახიძე: შაჰინის მოწოდებას პარტნიორობის გადახედვაზე, ვფიქრობ, არავინ გაიზიარებს
  • 530ნახვები

ეს თქვა ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი, რომელმაც ისაუბრა [საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიის] გადახედვაზე, სხვას არ უსაუბრია არავის გადახედვაზე. ერთადერთი იყო შაჰინი, რომელიც 2012 წლამდე ნაც.მოძრაობის მეგობარი იყო და დღემდე რჩება. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ მოხდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე და NGO-ებს იმ თანხებს არავინ არ ჩამოაჭრის. ეს ძალიან კარგად იციან და სხვათა შორის, შაჰინსაც აქვს ნათქვამი იგივე სხდომაზე. დაფინანსებაზე საუბარი ზედმეტია და შაჰინის მოწოდებას რაც შეეხება, რომ პარტნიორობას გადახედონ, ამასაც მე მგონია, რომ არავინ არ გაიზიარებს.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში. 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა