logo
ENG


ღარიბაშვილი: ომის შემდეგ, სააკაშვილი ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე, ეხვეწებოდა შემოსვლას
  • 423ნახვები

ვინმეს თუ გახსენდებათ როგორ მოიქცა ყოფილი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია, აგვისტოს ომი დასრულდა, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, ათასობით ადამიანი გადაადგილდა ქვეყნის შიგნით, მივიღეთ დამატებით დევნილი და ჩვენი ძირძველი ისტორიული, ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და ე.წ მათი დამოუკიდებლობის აღიარება. აგვისტოს ომის შემდეგ თუ გახსენდებათ, როგორ მოიქცნენ ეს ადამიანები. აქ რომ ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე და გამოდიხართ ვითომ პატრიოტული განცხადებებით, თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც აგვისტოს ომის შემდეგ, არაერთი სტრატეგიული ენერგოკომპანიები გადასცეს ვის? რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს. თუ გახსენდებათ, როგორი პოლიტიკა აწარმოეს ომის შემდეგ? მე მახსოვს ძალიან კარგად. მათმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, პირადად, თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას. ომის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი მეგობრებო. არც სანქციებზე გიმუშავიათ, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით დაგიცავთ. ომის შემდეგ მაქვს ლაპარაკი, ომამდე რა გააკეთეთ კარგად ვიცი და როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე. ომის შემდეგ გელაპარაკებით იმაზე, რომ თქვენი ხელით გადაეცით ენერგეტიკული კომპანიები, სტრატეგიული ობიექტები, შემოიყვანეთ რუსული სახელმწიფო კომპანიები

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა