logo
ENG


სამადაშვილი: ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება იყოს ქვეყნის პრემიერი, უნდა დასრულდეს
  • 559ნახვები

ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერმინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ აირჩია, რომ ბევრი ტყუილი ეთქვა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა და სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაცია, იმიტომ რომ ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მართლაც მიეცეს შანსი, რომ გახდეს ევროპული ქვეყანა. თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა ის იყო, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას. უცნაური გემოვნება გაქვთ, როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში

ასე მიმართა ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა