logo
ENG


ზილფიმიანი ღარიბაშვილს: ამის ხაზარგასმა არ შეიძლება, პრემიერობა კატაკლიზმურ ეპოქაში გიწევთ
  • 590ნახვები

ბატონო პრემიერო, ამის ხაზარგასმა არ შეიძლება, რომ თქვენ გიწევთ და მოგიწიათ პრემიერობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კატაკლიზმურ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკური გაგებითაც, ურთულეს ეპოქაში. ასევე, პოლარიზაცია, შიდა მტრობა და თითქოს გაცვეთისკენ წავიდა ეს სიტყვები, თითქოს არაფერს ნიშნავს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, შესაძლებლობის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური წარმატებები, ეს ვერ გაცვდება, ეს ფაქტია და როგორც არ უნდა იყოს, რა ურთიერთობაშიც არ უნდა იყოს მმართველ ძალასთან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი, ამის ართქმა არაფრით არ შეიძლება და ეს დარჩება. მაგრამ ყველაზე დიდი, მთავარი, რაც მოხდა, მე ესე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეპოქაში, პირველად მოხდა, რომ იმის ფონზე, როდესაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა აკაკუნებდა ევროპის კარს და ეს იყო ჩვენი სურვილი, ჩვენი ხალხის სურვილი, საწინააღმდეგოდ ასეთივე დიდი სურვილი და მონდომება მაინცდამაინც არ იკითხებოდა ჩვენი ევროპელი ძმების და პარტნიორების მხრიდან და მოხდა ძირეული გარდატეხა იმაში და ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ მოხდა აღქმა იმისა, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ჩვენ ევროპულ მომავალში ჩვენს მეგობრებთან გაერთიანება, ზუსტად ასევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა

ასე მიმართა დავით ზილფიმიანმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა