logo
ENG


სენატორი რიში: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს
ჯიმ რიში
21 ნოე, 2022 17:22
სენატორი რიში: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს
  • 354ნახვები

Მე ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, არსებობს რისკი: ბირთვული იარაღის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მისი გამოყენებაც შესაძლებელია. მაგრამ მე მჯერა, რომ არის ორი რამ, რასაც პუტინი არ გააკეთებს ამ ომის დროს: ჯერ ერთი, ის ვერ გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას. მეორეც, ის ვერ გაბედავს ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმას. მას სჯერა, რომ თუ რომელიმე მოკავშირე სახელმწიფოს თავს დაესხმება, მას 30 (მალე 32) წევრი ქვეყანა პასუხს გასცემს. ჩვენ გვჯერა, რომ თავდასხმა ერთ წევრზე იქნება თავდასხმა ყველა ჩვენგანზე. რაც შეეხება ატომურ იარაღს, გარანტია არის ის, რომ [იარაღის გამოყენების შემთხვევაში] მსოფლიო მას ზურგს აქცევს; რადგან ბირთვული ჰოლოკოსტის დაწყება უბრალოდ წარმოუდგენელია და გაგების საზღვრებს სცდება

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯიმ რიშმა ევროპეისკაია პრავდას კითხვის საპასუხოდ: "არის თუ არა შანსი, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ ომში გადაიზარდოს?"



ასევე ნახეთ
close დახურვა