logo
ENG


პაპუაშვილი კრამერზე: ვინც თავს ესხმის არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველების მეგობარი
  • 277ნახვები

ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ესაა აქსიომა. შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. თუ დავაკვირდებით, საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ქართულ სინამდვილეში ტერმინი ოლიგარქია, როგორ განვითარდა, რა ინტერესები იდგა ამის უკან, რომ მომხდარიყო კლიშირება ამა თუ იმ ადამიანისა. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებას. პაპუაშვილის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

დევიდ კრამერმა 21 ნოემბერს ფორმულას ეთერში თქვა, რომ "ამჟამად სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის".



ასევე ნახეთ
close დახურვა