logo
ENG


ზელენსკი: თუ ვინმე შემოგვთავაზებს ყირიმის დეოკუპაციის არასამხედრო გზას, მხარს დავუჭერ
  • 354ნახვები

მესმის რომ ყველა დაბნეულია სიტუაციით და იმით თუ რა მოხდება ყირიმში. თუ ვინმე მზადაა, რომ შემოგვთავაზოს ყირიმის დეოკუპაცია არასამხედრო გზით, მე ამას მხოლოდ მხარს დავუჭერ. თუ გადაწყვეტა [არ მოიცავს] დეოკუპაციასა და ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილი იქნება, არავინ უნდა დახარჯოს დრო ამაზე. ეს დროის ფლანგვაა.

ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა. როცა დიპლომატია უძლურია, საკითხების გადაწყვეტის გზად მხოლოდ საბრძოლო ველი რჩება, თუ სრულად არ შეგიძლია მიწის დაბრუნება ომი უბრალოდ გაყინულია. მხოლოდ დროის ამბავია ვიდრე ის [ომი] განახლდება.

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში

 


ასევე ნახეთ
close დახურვა