ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ მცირე კონკრეტულ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, როდესაც ქვეყნის ფასადურ-ეკონომიკურ განვითარებას, როგორც ნაციონალურ მოძრაობას ეს ზოგადად სჩვევია, თან ლაიტმოტივად მისდევდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სისტემური დანაშაულების მთელი კასკადი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქართველ ხალხს ამ მასშტაბის აღმშენებლობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ახსოვს.
თქვა ქართული ოცნების წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.