logo
ENG


კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ვხედავთ, რა გამოწვევები და პრობლემებია, პულსზე გვიდევს ხელი
კახა კალაძე
29 ნოე, 2022 16:13
კალაძე სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ვხედავთ, რა გამოწვევები და პრობლემებია, პულსზე გვიდევს ხელი
  • 289ნახვები

მინდა, ყველამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ ძალიან კარგად ვხედავთ, რა არის გამოწვევები, რა არის პრობლემები, შეიძლება ითქვას, რომ პულსზე გვიდევს ხელი. ძალიან კარგად მესმის, რომ გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს გადაადგილება, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს, როდესაც ავტობუსი დროულად ვერ მოდის და ეს იწვევს შემდეგ ავტობუსების გადავსებას, ძალიან კარგად გვესმის ეს ყველაფერი, ვიცით, რა არის ამის მიზეზები და ვიცით ისიც, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალ ეს პრობლემა იყოს მოხსნილი და მოგვარებული. ცხადია, ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება, არ გამოდის, თქვენ ნახეთ, მხოლოდ ორი პროექტის განხორციელების პირობებში რა მდგომარეობა იყო ქალაქში, ინფრასტრუქტურული პროექტები მაქვს მხედველობაში. შესაბამისად, გვიწევს მუშაობა, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენდეს

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა