logo
ENG


ხოშტარია საახალწლო სლოგანზე: არა მხოლოდ კიევის, საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფაცაა
  • 730ნახვები

ეს არა მხოლოდ კიევის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. მაშინ, როცა ჩვენი და უკრაინის საერთო ომს ეწირებიან ბავშვები, მშვიდობა არ არის, არც დაღუპული 27 ქართველი სამხედროს ოჯახშია მშვიდობა, არც იმ დევნილების ოჯახებშია მშვიდობა, ვინც კიევის კადრებში თავის გავლილ გზას ხედავს, არც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებშია მშვიდობა და საერთოდ, შეუძლებელია, ვინმე დღეს მშვიდად გრძნობდეს თავს იმ სისასტიკის და ტერორიზმის ფონზე, რაც ხდება.

კალაძემ და ბიძინამ ჩვენ არ გვაინტერესებსო და ამას თქვენც შუბლზე დაგაწერთო.

ეს წარწერა აქ არ უნდა იყოს, დანარჩენი ჩვენზეა, ყველაზე.

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება

 


ასევე ნახეთ
close დახურვა