logo
ENG


გონჩარენკო: არ მივათრევთ საქართველოს ომისკენ - არ ჩაებათ, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი
  • 554ნახვები

მე ძალიან მიყვარს საქართველო და შემიძლია გითხრათ - გაუმარჯოს საქართველოს! მე მსურს, რომ ვიხილო საქართველო განვითარებული, ლამაზი, საქართველოში დაისადგუროს კეთილდღეობამ, ევროკავშირის წევრობა, NATO-ს წევრობა, ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. მე არ მივათრევ საქართველოს ომისკენ, არც ერთი უკრაინელი ასე არ იქცევა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ქართველი მოხალისეებისა, რომლებიც ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, მადლობა ამისთვის. ჩვენ არ მივათრევთ საქართველოს ომისკენ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვიხილოთ ნათელი პოზიცია საქართველოსი. ჩეხეთი, პოლონეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი - ისინი არ ჩაებნენ ომში, მაგრამ ისინი უჭერენ მხარს უკრაინას. არ ჩაებათ ომში, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი კონკრეტული საკითხებით.

განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ფორმულას გადაცემა კომენტარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა