ჩვენ ვისაუბრეთ მიღწეულ პროგრესზე, თუმცა ამავდროულად ჯერ კიდევ დიდი გზაა დარჩენილი. შემდეგი შეფასება მომავალ წელს იქნება, ვფიქრობ ეს საქართველოსა და ევროკავშირისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სტრატეგიულად დაახლოვდნენ, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ნამდვილად არის ჯერ კიდევ დრო, ამ ყველაფრის გაკეთებისთვის. როგორც ყველა პროცესში აქაცაა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. და მინდა შეგახსენოთ რომ ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული. კონსენსუსი ნამდვილად უფრო ახლოსაა ვიდრე ოდესმე ყოფილა, ასე რომ ახლა ჩვენ ვისურვებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ მისწრაფებაში და ნამდვილად ვუსურვებთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ მანამდე დამატებითი პროცესების განხორციელება და პროგრესია საჭირო.
განაცხადა ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ.