logo
ENG


ლომჯარია: დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე
  • 547ნახვები

ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი და საეჭვო დევნა და თავისუფლად უნდა შეძლოს მედიამ მუშაობა. ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და ასევე დავაანონსებ, რომ უახლოეს დღეებში გვექნება ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ არსებითად ამ გადაწყვეტილებში ვერ ვნახეთ, რომ რაიმე მეტად დასაბუთებულია. მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე

ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა