logo
ENG


დეგნანი სააკაშვილზე: მთავარია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები ახალი ინფორმაციის საფუძველზე
კელი დეგნანი
02 დეკ, 2022 16:59
დეგნანი სააკაშვილზე: მთავარია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები ახალი ინფორმაციის საფუძველზე
  • 334ნახვები

განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს ძალიან ყურადღებით, დეტალურად გავდივართ ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშს. დოკუმენტების ნაწილი ჯერ კიდევ ქართულ ენაზეა და არ არის ინგლისურად ნათარგმნი. მთავარი არის ის, რომ მთავრობამ გადადგას საჭირო ნაბიჯები ახალი ინფორმაციის საფუძველზე. ყველა ველოდებით სანდო ობიექტურ სამედიცინო დასკვნას ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეერთებული შტატები გამუდმებით ამბობს, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება და მისი უფლებები იყოს დაცული.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ცენტრი ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაატარა, რომლის თანახმადაც სააკაშვილს 10-მდე წამყვანი დიაგნოზი აქვს, რომელიც შეუთავსებელია პატიმრობასთან.



ასევე ნახეთ
close დახურვა