logo
ENG


ვოლსკი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა რადიკალურ ოპოზიციას საერთოდ გააქრობს
გია ვოლსკი
05 დეკ, 2022 00:05
ვოლსკი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა რადიკალურ ოპოზიციას საერთოდ გააქრობს
  • 686ნახვები

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი კანონმდებლობის რაღაც გარკვეული მონაკვეთი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესთან. აუცილებლად ასე იქნება. აუცილებლად შესანიშნავი საარჩევნო კოდექსი გვექნება და უამრავი სხვა, რაც ამ 12 პუნქტთან არის დაკავშირებული.

მაგრამ აქ მთავარი შეკითხვა ისმის - სჭირდებათ კი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს საზღვარგარეთ, ვინც მიიღო ეს ყოვლად უტიფარი რეზოლუცია, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ევროპარლამენტში ვინც მიიღო, იმათ სჭირდებათ კი ასეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

კანდიდატობა მეორე მხრივ სერიოზულ დარტყმას მიაყენეს იმ საპირწონე პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ შორის ამ ხალხის მხარდაჭერით გვიპირისპიდება. კანდიდატობის სტატუსის მიცემა საქართველოსთვის ხომ ფაქტობრივად დაამთავრებს ყველანაირ სპეკულაციას და კიდევ უფრო დააკნინებს, თუ ამაზე მეტი დაკნინება შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას, საერთოდ გააქრობს პოლიტიკური სივრციდან.

ამბობს იმედის ეთერში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.



ასევე ნახეთ
close დახურვა