logo
ENG


ბოკერია ოცნებაზე: სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის
გიგა ბოკერია
05 დეკ, 2022 16:53
ბოკერია ოცნებაზე: სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის
  • 444ნახვები

ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ რომ სამძიმრის თქმის ინსტინქტი თავად არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აკრძალული ჰქონდა მთელ გუნდს, რომ ამ საკითხზე საჯარო თანაგრძნობის პოზიცია ჰქონიათ.

სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება. მერე როგორ ჩანს ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, მაშინაც კი ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, რომ თითქოს ან ადრე, ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო რუსეთი თუ თავს დაგვესხმება, ან როცა ის თავს დაგვესხა...

გამოიყენეს ეს სამძიმარი ამ მოღალატეობრივი აზრისთვის, თითქოს ახლა მათი ეს მოღალატეობრივი პოზიციაა, რაც გადაგვარჩენს და არა გაძლიერება, რასაც უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როცა უნდა მუშაობდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომ დაცულები ვიყოთ.

ამის მაგივრად, სრულიად საპირისპირო, მოღალატეობრივი გზით მიდიან და პლუს დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, თითქოს მათ პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავთ ომში, ანუ მათ კი არ აქვთ ამის თავისუფალი ნება, სხვები აორგანიზებენ ამას. ეს არის პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი, რაც დღეს მოვისმინეთ.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების ოჯახებს ოფიციალური სამძიმარი მხოლოდ მეორე დღეს გია ვოლსკიმ განუცხადა, დღეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ღარიბაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა