logo
ENG


ადვოკატი სააკაშვილზე: ადამიანის უფლებების მთელი რიგი დარღვევებია - სცემეს, მოწამლეს, აწამეს
  • 546ნახვები

არის ადამიანის უფლებების მთელი რიგი დარღვევები - ცემიდან დაწყებული სხვა ეპიზოდამდე, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს მცველები აღვიძებდნენ ღამით და ურტყამდნენ, ფიზიკურად მიათრევდნენ, მუხლებს კისერზე აჭერდნენ, რამაც უზარმაზარი დაზიანება და ტკივილი გამოიწვია. პრეზიდენტი სააკაშვილი არამხოლოდ მოწამლეს, არამედ აწამეს კიდეც. ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევა. გარდა ამისა, მას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდეს. მას არ ჰქონდა საშუალება დაპირისპირებოდა თავის მოწმეებს, მისი ბრალდებები დაფუძნებული იყო ორმაგ და სამმაგ მონაყოლებზე პოლიტიკური მეტოქეების მიერ. ისინი აკეთებდნენ განცხადებებს მედიასთან მათი სიძულვილის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

მე ვესაუბრე სამედიცინო პერსონალს კლინიკაში. ყველამ დამიდასტურა, რომ სააკაშვილი კარგად არ არის. მას აქვს ცხელება ყოველდღე და ვერ ხსნიან, რატომ უარესდება მისი მდგომარეობა ასე.

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა