logo
ENG


შოლცი: ველით, რომ კანდიდატი ქვეყნები შეუერთდებიან ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას
ოლაფ შოლცი
07 დეკ, 2022 00:24
შოლცი: ველით, რომ კანდიდატი ქვეყნები შეუერთდებიან ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას
  • 599ნახვები

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია ევროკავშირმა, თავისი შესაძლებლობებით, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიამ გააკეთა წინადადება: სასწრაფოდ საჭიროა 18 მილიარდი და რაც შეიძლება მალე უნდა შეთანხმდნენ. ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ვისურვებდი, რომ ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ... ჩვენ ველით, რომ კანდიდატი ქვეყნები შეუერთდებიან ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას. იგივე ეხება სავიზო პოლიტიკას, ჩვენ გვჭირდება ერთიანი მიდგომა.

განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა