logo
ENG


ღარიბაშვილი: ომის პარტიას, ამრევებს და ლუზერებს არ შემოვატანინებთ ქვეყანაში არეულობას
  • 454ნახვები

ომის პარტიაა, ეს დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია, არის მძიმე მდგომარეობაში, მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ეს. საქართველოში ვერავინ ვერაფერს ვერ არევს და ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ რომ ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო გათამაშება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ნახეთ როგორ დასრულდა, სრული ფიასკოთი. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენ ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებს და ლუზერებს არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა