logo
ENG


კრამონი გვარამიაზე: აშკარაა, ეს არასამართლებრივი მიზეზით მოხდა, პოლიტიკური პირობების გამო
  • 524ნახვები

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თუ არის ერთი ადამიანი, რომელმაც დააფუძნა პარტია, არის ყოფილი პრემიერმინისტრი, უკიდურესად მდიდარი, აქვს ბევრი აქტივი ქვეყანაში, რომელსაც აშკარად ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ვფიქრობ, ძალიან გამბედავი მიდგომაა იმის თქმა, რომ ეს ადამიანი ოლიგარქი არ არის, მაგრამ ნათელია, რომ ეს მოიცავს ყველას, ვისაც აქვს სიმდიდრე, არის ძალიან გავლენიანი, მუშაობდა პოლიტიკაში და ჰყავს ხალხი, ვინც პოლიტიკაში მისი სახელით მუშაობს. ეს არის ის, რასაც ოლიგარქს ვეძახით. იგივეა უკრაინაში, მოლდოვაში, რუსეთში.

მედიას რაც შეეხება, სიტუაცია ძალიან პოლარიზებულია, ბევრ ჟურნალისტს თავს დაესხნენ, არის სიძულვილის ენა ორივე მხარეს, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. რაც შეეხება ნიკა გვარამიას დასჯას და დაპატიმრებას, ამის გაგება უკიდურესად რთულია. რატომ იყო ეს საქმე შექმნილი? - მის ჩამოსაშორებლად მედიასაშუალებასა და ბიზნესისგან. აშკარაა, რომ ეს არა სამართლებრივი მიზეზი მოხდა, არამედ სხვა პოლიტიკური პირობების გამო.

ამბობს ვიოლა ფონ კრამონი ფორმულასთან საუბრისას ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა