logo
ENG


ოხანაშვილი: შევწყვიტეთ კომენტარების გაკეთება პატიმარ სააკაშვილზე, საკითხი აღარაა აქტუალური
  • 554ნახვები

ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ აღარ არის აქტუალური. ჩვენ შევწყვიტეთ კომენტარების გაკეთება პატიმარი სააკაშვილის შესახებ. ეს არის სამართლებრივი საკითხი თავიდან ბოლომდე, ამიტომ დავასრულეთ რაიმე სახის კომენტირება ამ საკითხზე. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ ამ შეკითხვების არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან, მაშინ როდესაც ეს საკითხი არის სამართლებრივად განსახილველი და მეორე - შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება, როცა ამის საჭიროება, აუცილებლობა იქნება, თვითონ გადაწყვეტს, რა განცხადება გაავრცელოს და რა არა

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა