logo
ENG


კალაძე: 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, მშვიდობის, ბედნიერების და სიხარულის წელი
კახა კალაძე
09 დეკ, 2022 21:38
კალაძე: 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, მშვიდობის, ბედნიერების და სიხარულის წელი
  • 566ნახვები

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ულამაზეს გოგო-ბიჭებს, რომელთა სიხარულით სავსე თვალები არის გარანტი იმისა, რომ მომავალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების, კიდევ უფრო მეტი სიხარულითა და სიცოცხლით სავსე წელი. დღეიდან ჩვენს ქალაქშიც დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები და რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსის არ იყოს, დიახ, "ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს... არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს", მაშინაც კი როდესაც ვიბრძვით. არასდროს ვტოვებთ იმედს უკეთესი მომავლის, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე. სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა - ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ ეს - ყველასთვის სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ 2023 წელს.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის ანთებისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა