მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გავაკეთეთ ჩანაწერი. ბუნებრივია, სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება ამ პროექტს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისათვის და ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში.