logo
ENG


ოდიშარია ოპოზიციას: თქვენი ტიკ-ტოკ მეომარი იყო, როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა უკრაინიდან
  • 589ნახვები

ჩვენ რომ ვცემთ მებრძოლებს პატივს და ჩვენ რომ გამოვხატავთ ამას და რა ფორმითაც გამოვხატავთ და სისტემურად მართლა ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით, ამაზე გენერალმა ჩაჩიბაიამაც ისაუბრა. ერთი თუ ყოფილხარ ბატონო პაატა მანჯგალაძე კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული? საერთოდ აქედან რომ ომობთ, ამ სავარძლებიდან და მიკროფონებთან, მართლა დუქნის ლომები … წადი აბა იქ დადექი და მართლა თუ გეომება და ბიჭების გვერდით დგომა გინდა, მართლა გმირი ბიჭების, მართლა ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისათვის მებრძოლი ბიჭების, მათ გვერდით დასხედით.

აქ იყვნენ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც იყვნენ წასულები უჩუმრად, ბევრიინტერვიუების და ეგზიბიციონიზმის გარეშე. სულ ორ ტიკ-ტოკ მეომარს იცნობს ეს ომი, ერთი ჩრდილოეთ კავკასიიდან და მეორე თქვენი ტიკ-ტოკ მეომარი იყო იქ რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა რომ წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი…

განაცხადა ქართულილ ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა