logo
ENG


მელია ჯაფარიძეზე: უბედურებაა, ღირსეული მტერიც სანატრელია და ასეთ უღირსთან გვაქვს საქმე
ნიკა მელია
13 დეკ, 2022 17:56
მელია ჯაფარიძეზე: უბედურებაა, ღირსეული მტერიც სანატრელია და ასეთ უღირსთან გვაქვს საქმე
  • 301ნახვები

"მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე" - ამას ამბობს "ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ...

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!

წერს ნიკა მელია Facebook-ზე.

დღეს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში".



ასევე ნახეთ
close დახურვა