logo
ENG


ლექსმანი: გვარამია უნდა გათავისუფლდეს, სააკაშვილმა უნდა გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ
  • 619ნახვები

პოლიტიკური ლიდერები ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც. მმართველი პარტია კვლავ აიგნორებს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას. მიუხედავად ამ დარბაზის მზაობისა და სურვილის ჟან მონეს დიალოგი კვლავ ჩიხშია. ერთი ოლიგარქი კვლავ ფლობს ჭარბ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე, ჩვენ ვნახეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე. სასამართლოს არასწორად იყენებენ პოლიტიკური წნეხისთვის და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესები კვლავ უარესდება. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ველით, რომ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკური სასჯელი უნდა მოიხსნას და ის უნდა გათავისუფლდეს. ასევე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. მთავარი გამოწვევების გადალახვა არის აუცილებელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისა და ასევე დღეს საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე სიმტკიცისთვისაც. როგორც ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ამ განვითარებების შესახებ და არ ვთქვათ უარი საქართველოს დემოკრატიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერაზე.

თქვა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა