logo
ENG


კალაძე EU-ზე: თუ დანაშაული დგება კითხვის ქვეშ, თავისთვის დაიტოვონ არაფრისმომცემი სტატუსი
კახა კალაძე
14 დეკ, 2022 14:10
კალაძე EU-ზე: თუ დანაშაული დგება კითხვის ქვეშ, თავისთვის დაიტოვონ არაფრისმომცემი სტატუსი
  • 905ნახვები

საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა სააკაშვილის და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად, რა საჭიროა მაშინ მისი შესრულება, თუ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არ მიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: "გუშინ ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა ტრიბუნა გამოიყენა იმისთვის, რომ მოწოდება გაკეთებინათ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული მიზნით. რას უკავშირებთ ამ მოწოდებებს და ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?"



ასევე ნახეთ
close დახურვა