logo
ENG


მარგველაშვილი კადრებზე: სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას
  • 1106ნახვები

პირველ რიგში მე დავინახე სრულიად დასნეულებული, არ მინდა რაღაც ფატალური სიტყვები ვიხმარო, მაგრამ აი, ის რაც დავინახე, რა ფიზიკურ მდგომარეობაშიც არის ეს ადამიანი, რა კადრებს ვუყურებთ? საავადმყოფოშია თუ საკონცენტრაციო ბანაკში. ძალიან შეცვლილია. მე არ შემიშვებს და არ უნდათ, რომ ვნახო. ვისაც ჰგონია, რომ მისი [სააკაშვილის] მდგომარეობით, ამ ფსიქიკური მდგომარეობით აჩვენებენ რამეს, გარდა იმისა, რომ ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ერთად ძალიან ცუდია, უბრალოდ გაუნათლებლები ხართ, გარდა იმისა, რომ უნამუსოები. ეს ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ავადმყოფობის, კახექსიის დროს ერთად მიდის. გავიგე, რომ არც პატრიოტიზმი გაქვთ, არც ღირსება გაქვთ, მშიშარები ხართ, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ - ეს მისი ცუდი საქციელი კი არ არის, მისი ფიზიკური მდგომარეობის გაგრძელებაა, მისი ფსიქო-ფიზიკური ავადმყოფობაა ეს.

ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ დონეზე იქნებოდით რუსების მონები, იმდენად მონები ხართ, რომ იმათ უკეთებთ ფილმებს, რუსებს, რომლებსაც უკრაინაში გმირი უკრაინელები და გმირი ქართველები დამარცხებას დამარცხებაზე აგემებენ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი იმარჯვებს, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო. რადგან ქართველები ვაწამებთ პრეზიდენტს, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ პირადი მტერია და მერე კადრებს ვაჩვენებთ.

სასიკვდილო განაჩენი გამოტანილია. ჩვენ ვუყურებთ სიკვდილით დასჯის განვრცობილ ქრონიკას. 

 

აცხადებს პალიტრანიუსის ეთერში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეხმაურები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა