logo
ENG


იუკნევიჩიენე რეზოლუციაზე: ოცნებიდან ზოგმა ისე წარმოაჩინა, თითქოს ვერ მიხვდა, რაზეა საუბარი
  • 670ნახვები

რეზოლუციაში შევიდა შესწორებები და პროგრესის მიუხედავად, ჩვენი შეშფოთება გამოხატულია რამდენიმე საკითხზე. ნახსენებია ოლიგარქიზაცია, რომელიც ასევე კომისიის რეკომენდაციებშიცაა შესული. ქართულმა ოცნებამ და ზოგმა ოფიციალურმა პირმა თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი. ამ რეზოლუციაში კვლავ გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას ამ ნეგატიური ტენდენციების უკან. ასევე გამოვთქვით ეჭვები, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესახებ და მოვუწოდეთ ამ საკითხის გამოძიებისკენ. ასევე, მოვუწოდეთ სანქციების დაწესებისკენ ამ ადამიანის მიმართ, თუ გამოძიებით ცხადი გახდება, რომ ამის უკანაც დგას. საკმაოდ სერიოზული შეშფოთება გვაქვს დემოკრატიზაციის პროცესზე და ყველასთვის აშკარაა, რომ ამის უკანაც ივანიშვილი დგას

ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან საუბარში.

ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე და მის სანქცირებაზე. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მთავრობას, შეიწყალოს ნიკა გვარამია და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას მიხეილ სააკაშვილი. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ რეზოლუციას "ჩალის ფასი აქვს".



ასევე ნახეთ
close დახურვა