logo
ENG


კობახიძე: რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, ჩალას წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო
  • 400ნახვები

ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, ჩალას არანაირი გადაფარვა არ სჭირდება. როდესაც იუსტიციის სამინისტრო კადრებს ასაჯაროებს, წარსულშიც ასე იყო ახლაც ასეა, რომ ეს არის პასუხი ფეიკ კამპანიაზე, რომელიც წარმოებდა 400 დღის განმავლობაში და დღემდე წარმოებს, რომ ყოველდღიურად კვდება მიხეილ სააკაშვილი, რა შუაშია რეზოლუცია, რომელსაც აქვს ჩალის ფასი? ჩალას სიმძიმე ვერ ექნება, წონა ვერ ექნება, ვერც ასე, ვერც ისე, როგორც არ უნდა შეფუთო

ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, "გავრცელდა თუ არა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის რეზოლუციის გადასაფარად".

ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე და მის სანქცირებაზე. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მთავრობას, შეიწყალოს ნიკა გვარამია და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას მიხეილ სააკაშვილი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა