logo
ENG


ბრეგაძე: კითხვა - არის თუ არა ქართული ოცნება ევროპული ძალა, არამიზანშეწონილია
რატი ბრეგაძე
16 დეკ, 2022 19:23
ბრეგაძე: კითხვა - არის თუ არა ქართული ოცნება ევროპული ძალა, არამიზანშეწონილია
  • 461ნახვები

პირველი კონსტიტუცია, სადაც გაჩნდა ჩანაწერი და შემდეგში ეს მიიღო პარლამენტმა. ჩანაწერის თანახმადაც, ყველა კონსტიტუციური ორგანო არის ვალდებული, მიიღოს ყველა შესაბამისი ღონისძიება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება და როდის გაჩნდა? – გაჩნდა 2017 წელს, როდესაც ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდა. შესაბამისად, რაიმე სახის კითხვა იმის შესახებ – არის თუ არა ქართული ოცნება ევროპული ძალა და ევროპაზე ორიენტირებული, ვფიქრობ, არამიზანშეწონილია. თუნდაც, ეს ერთი კონსტიტუციური ჩანაწერი პასუხობს ყველა კითხვას. ასევე, როდის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება? პასუხი: ქართული ოცნების ხელისუფლების დროს; ვის დროს მიენიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა? ვფიქრობ, მხოლოდ თარიღები პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომლებიც იყო დასმული

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა