logo
ENG


მელია: ოცნებამ გადაწყვიტოს, პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნაა მნიშვნელოვანი, თუ კრემლის დირექტივა
ნიკა მელია
20 დეკ, 2022 12:14
მელია: ოცნებამ გადაწყვიტოს, პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნაა მნიშვნელოვანი, თუ კრემლის დირექტივა
  • 484ნახვები

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავისუფლებისთვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის თუ კრემლიდან, ბოროტების სავანიდან წამოსული დირექტივა. ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით - იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული, წინდახედული, თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი, ზელენსკის თხოვნა თუ კრემლის დირექტივა. ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა. ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, გმირი უკრაინელი ხალხი, ცივილიზებული მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება.

გავიმეორებ პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებს "ეს ბოროტება უნდა შეჩერდეს". ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თამასა უკვე ძალიან მაღლაა.

ბოლოს, მსურს მადლიერებით მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ყველა ქართველი პატრიოტის სახელით: უღრმეს მადლობას გიცხადებთ გამოჩენილი სიბრძნისა და თქვენი ძალისხმევისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ქართველი ხალხი აღფრთოვანებულია თქვენით და გულითადად გულშემატკივრობს უკრაინის და თქვენს ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დიახ, ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა და ამავდროულად, თავისუფლება და ქვეყნის, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის უკეთესი მომავალი ორივე ერის ერთდროულად მოსაპოვებელია.

დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! დიდება თავისუფლებას!

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვას, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ სააკაშვილი ევროპის, აშშ-ის ან უკრაინის კლინიკაში სამკურნალოდ.



ასევე ნახეთ
close დახურვა