logo
ENG


ოხანაშვილი ზელენსკის მოწოდებაზე: საზოგადოების შეურაცხყოფაა, ამის უფლება არავის აქვს
  • 618ნახვები

ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს.

მოწოდებები, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და პირიქით, ნიშნავს, რომ თურმე სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ასე უბრალოდ, მიუხედავად ტელევიზიის დარბევაში მონაწილეობისა, საკუთრების უფლების შელახვისა, მედიაზე ზეწოლისა, წნეხისა, ხალხის ცემისა და სიკვდილამდე მიყვანასთან დაკავშირებით გაცემული დავალებებისა, არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება და ამის უფლება არ აქვს არავის.

თქვა იმედზე ქართული ოცნების წევრმა ანრი ოხანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების საპასუხოდ. გუშინ, 19 დეკემბერს ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მიმართა და სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა