logo
ENG


ხაბეიშვილი: საზოგადოება ისევ ნახავს მძიმე კვალს, რაც რუსულმა ოცნებამ დაუტოვა სააკაშვილს
  • 443ნახვები

ის უკანონობა, რაც იუსტიციის სამინისტრომ, რუსულმა ოცნებამ ჩაიდინა, როცა მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ გაავრცელა კადრები, იქ უკვე ცხადი იყო, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, პრეზიდენტ სააკაშვილი სასამართლოზე ჩაერთოთ და საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს იმ მძიმე კვალს, რაც რუსულმა ოცნებამ დაუტოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ამასობაში, ჩვენ ვნახეთ გუშინ ისტორიული მოვლენა, რომელიც უკავშირდებოდა ზელენსკის აშშ-ი ჩასვლას და მის დახვედრას.

საზოგადოებამ კარგად იცის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის მებრძოლი მამაცი მთავარსარდლის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უზრუნველყონ უკრაინის მოქალაქის, თანამდებობის პირის, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, სადაც მოხდება მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

თუ სამართლებრივად მიყვება მოსამართლე, არაფერი გასაწელი ამ პროცესს არ აქვს, ყველანაირი მტკიცებულებაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი გადაიყვანონ იმ ქვეყანაში, სადაც მას უმკურნალებენ, თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიჩვეულები ვართ, ისინი არ გაუშვებენ პუტინის პირად პატიმარს.

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. დღეს 7 თვის შემდეგ პირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.



ასევე ნახეთ
close დახურვა