logo
ENG


ზელენსკი: მსოფლიო მოწმეა, რომ რუსეთი ტყუის, როცა ფრონტის ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას
  • 574ნახვები

მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუჰანსკის ოლქსა და დონეცკის რეგიონში, ბახმუტი დგას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილი რუსული დარტყმების შედეგად განადგურებულია, ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ რუსეთის წინსვლის მუდმივ მცდელობებს. სოლედარი დგას, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვითარება ძალიან რთულია. ამ დღეებში მსოფლიო კვლავ გახდა მოწმე, რომ რუსეთი ტყუილს ამბობს მაშინაც კი, როდესაც საკუთარი განცხადებებით ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. შობის დადგომისთანავე, რუსები ხერსონს ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით ბომბავდნენ, იყო დარტყმები კრამატორსკზე და დონბასის სხვა ქალაქების სამოქალაქო სამიზნეებზე. გაჟღერდა ახალი მუქარა ევროპისა და მსოფლიოს მიმართ, ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოსკოვი ე.წ. ზავის შესახებ საუბრობდა.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა